სვეტიცხოველი – სვეტი ცხოველი

„საქართველო ღვთისმშობლის ქვეყანააო“ - ბევრჯერ უთქვამს ქართველ კაცს და არც შემცდარა. ღვთისმშობელმა აკურთხა და დალოცა საქართველოს მიწა-წყალი, ამიტომაც იყო ასეთი სიუხვე და სიმდიდრე ჩვენს ქვეყანაში, საუკუნეების მანძილზე არბევდნენ, ანადგურებდნენ, ანგრევდნენ, მაგრამ მაინც ფეხზე დგებოდა, ძლიერდებოდა, ივსებოდა და შენდებოდა. ენა-მამული-სარწმუნოება-ამ სამ სიმბოლოს იცავდა ქართველი ყოველთვის, თავისი სიცოცხლის ფასად იცავდა, თავისი სისხლის ფასად იცავდა, მათთვის იბრძოდა და მათთვის კვდებოდა. შვილს ანდერძად უტოვებდა მათ დაცვას, ეს იყო მათი მთავარი საზრუნავი.

პირველი სვეტი ტაძრის, რომელიც საფუძველი უნდა ყოფილიყო ქრისტიანობის, აღიმართა სვეტიცხოვლის ადგილას. ლიბანიდან ჩამოტანილი ნაძვიდან შვიდი სვეტი აღმართეს ეკლესიისათვის, ეს იყო ფუნდამენტი სვეტიცხოველის, პირველი სახე ამ ტაძრის. V ს-ში ვახტანგ გორგასალმა აღაშენა, შეაკეთა ტაძარი. არც ერთი ეკლესიის სახე შემორჩა ისტორიას. ახლანდელი ტაძარი XI ს პირველი ნახევრის ნაგებობაა 1010-1029 წ.წ. აშენდა ქართლის კათალიკოსის მელქისედეკის თაოსნობით. ხუროთმოძღვარი, როგორც ორი წარწერა მოგვითხრობს არის არსუკისძე.

ხელოვნება მარადიულობას უახლოვდება, ვინც ხელოვანია, არ შეიძლება მისი სიცოცხლე წუთიერად ჩაითვალოს, ხელოვანი კვდება, რჩება მხოლოდ მისი სული, მისი შედევრი, რომელიც მას მარადიულობასთან აახლოვებს. ასეთი ბედი ხვდა წილად ხუროთმოძღვარს არსუკისძეს. ეს არის ხუთნავიანი კათედრალური ტაძარი, ხოლო სვეტიცხოველი სამნავიანი ტაძარია.

მოდიოდნენ და მიდიოდნენ ძლიერნი ამა ქვეყნისანი, მაგრამ ეს ორი ქვის ჰარმონია მედიდურად „ერკინებოდა“ ჟამთა ქარტეხილს... ამიტომ შექმნა რომანი „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“ ჰიუგომ, სადაც მოხდა „ისტორიის სიმართლისა“ და „მწერლის სიმართლის“ ოსტატურად შერწყმა. ამიტომ შექმნა კ. გამსახურდიამ რომანი „დიდოსტატის მარჯვენა“, სადაც მოხდა სვეტიცხოვლის ორი სიმბოლოს შერწყმა: რწმენის და ხელოვნების.

ცალკე დაგდებული ქვა არაფერია, ხოლო თუ ის სხვა ქვას დაადე, სხვა კი მას, თანაც სულს ჩაჰბერავ, მაშინ შეიგრძნობ ქვის სილამაზეს და ჰარმონიულობას, მის გრანდიოზულობას.

რომანში ტაძარი აგებულია, ხოლო „დიდოსტატის მარჯვენაში“ ტაძარი „შენდება“. შენდება არსაკიძის მიერ, რომელიც რომანის ერთ-ერთი მთავარი გმირია.

ჭეშმარიტი შემოქმედი არის ადამიანი და არა ღმერთი, ადამიანი შემოქმედია ღირებულებებისა, რომელთა საფუძველზეც შენდება მისი სიცოცხლე.

გაზიარება:

კომენტარები: