გიორგი მერჩულე-ანასტასია ბევრელის სახე და ეკლესიის როლი ზნეობრივი წონასწორობის შენარჩუნებაში

ეკლესიის როლი ზნეობრივი წონასწორობის შენარჩუნებასი დიდია,ამ ინფორმაციას გვაწვდის,სწორედ “ცხოვრებაი წმიდისა გრიგოლ ხანძთელისაი”,ეს Xს.ძეგლი ასახავს ბერული ცხოვრების წესს,ქრისტიანული მორალის ძალას ამა თუ იმ ხელმწიფისა,თუ რიგითი ადამიანისთვის,მაგრამ Vს.მწერლობაში,კერძოდ “შუშანიკის წამებაში”,ბერ-მონაზვნები წარმოჩენილია,როგორც უუფლებო ფენა,ეს ფაქტი ამტკიცებს,რომ ეკლესიის უფლებები ნელ-ნელა იზრდებოდა,გრიგოლ ხანძთელი,როგორც საეკლესიო მოღვაწე,ამის ნიშანდობლივი სახეა. მონაზონი ანასტასია წარმოჩენილია მიმტევებელი ქალის სახით.ტექსტი გვამცნობს,რომ ის დიდი მადლით იყო დაჯილდოვებული,მან დიდ სულიერ სიწმინდეს მიაღწი,რადგან “სირცხვილეულ ყო ეშმაკი”,ამიტომ ბევრელის ზნეობრივი სახე მეტად ამაღლებულია. ტექსტის მთავარი იდეაა,სასწაულის წარმოჩენა.სასწაული იყო,სწორედ ანასტასიას სულიერი ამაღლება და მისი ხორცის “დაჭლექება”-(როცა სული ზეობს,ხორცი ჭლექდება,როცა ხორცი ზეობს,სული ჭლექდება),ეს იდეური ჩანაფიქრია,სწორედ სულიერების დიდ საფეხურზე დგომა.ბევრელის ამ სულიერმა ამაღლებამ,ხორცთან ჭიდილმა და შურისძიების გრძნობის განზე გადადებამ,მიაღწევინა მას ამ ყველაფერს,ეს არის,სწორედ სასწაულის იდეური საზრისი. ამრიგად,რწმენა,სულიერება უფალთან მიახლოება დიდი ნეტარებაა ადამიანისთვის,რადგან სწორედ ასეთ ცხოვრებაში ჰპოვებ შვებას,მიმტევებლობის გრძნობასა და სულიერ განდიდებას.ასეთია ანასტასიას სახეც,რაც ავტორის იდეური ჩანაფიქრის ხორშესხმის საშუალებაა.

გაზიარება:

კომენტარები: